სკოლის ისტორია



  სოფელ   თორტიზაში   პირველი სკოლს გაიხსნა სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიაში 1918 და მასწავლებლობა შეითავსა ტაძრის დიაკვანმა .

1921 წლიდან გასაბჭოების შემდეგ სკოლა გადაიტანეს თავად საშა ქარუმიძის საცხოვრებელ სახლში ,რომელიც გაკულაკებული იქნა  ხელისუფლებისგან. სწავლა მიმდინარეობდა  მხოლოდ დაწყებით საფეხურზე.

 1968 წელს  სკოლა მიემატა ახალი კორპუსი და გახდა არასრულისასუალო.სკოლა ამ პერიოდში  დირექტორი გახლდათ ევგენია სირბილაძე ,

სკოლას მიენიჭა სამამულო ომის გმირის  თინა იოსებიძის სახელობა  და სკოლაში დაიდგა ძეგლი .სკოლას  წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ   1992-93 .მერაბ ჩუხრუკიძე, 1993-2007 წ.კონსტანტინე იოსებიძე, 2007-2011 ლია ჯილავდარი.     2011წლიდან დღემდე მარეხი იოსებძე  .

1989წლის 17 დეკებერს სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა  სკოლის ძირითადი ნაწილი,ქიმიის,ბიოლოგიის ,ფიზიკის კაბინეტები.ბიბლიოთეკა ,სპორტული დარბაზი...

წლების მანძილზე სწავლა მიმდინარეობდა  ავარიულ შენობაში.

2018 წელს სკოლა საუკუნოვან იუბილეს შეხვდა  თანამედროვე სტანდარტის  შენობით . სწავლა მიმდინრეობს ყსაფრთხო კეთილგანწყობილ გარემოში

No comments:

Post a Comment